ჩვენს შესახებ

      უძრავი ქონებით ვაჭრობას საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან ბაზრის ამ სეგმენტის მიმართ ინტერესი აქტუალობას არ კარგავს. მოცემული რეალობისა და არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვებგვერდი აერთიანებს უძრავი ქონების ისეთ ფართო ასორტიმენტს, როგორებიცაა ბინების ყიდვა, გაყიდვა და გაქირავება საქართველოს მასშტაბით.

     უძრავი ქონებით ვაჭრობის აღნიშნულ პლატფორმაზე შეხვდებით ბინებს, სახლებსა და სასტუმროებს ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე პირთათვის. მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული საძიებო სისტემა დაგეხმარებათ უძრავი ქონების ისეთი პარამეტრებით პოვნაში, როგორებიცაა: ქალაქი, ქუჩა, საფოსტო კოდი და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა რა კატეგორიის მომსახურებას ეძებთ: ბინებს საცხოვრებლად თუ საქირავებლად, კერძო სახლებს შესაძენად თუ სეზონურად გამოსაყენებლად, დღიურად გასაქირავებელ ბინებს თუ სხვადასხვა კატეგორიისა და ადგილმდებარეობის სასტუმროებს. გაფართოებული ძებნის პარამეტრების დახმარებით ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია მიაგნოს სასურველ ინფორმაციას.

  გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეულ განცხადებას დართული აქვს რუკა, რომლის დახმარებითაც მარტივდება აღქმა, თუ კონკრეტულად სად მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი. გარდა ამისა, უშუალოდ ვებგვერდიდან არის შესაძლებელი არჩეული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნა.

   იმ შემთხვევისთვის, თუკი ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდა და დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილი გაგიჩნდათ აღნიშნულ მომსახურების მიღებას ვებგვერდის დატოვების გარეშე შეძლებთ. ამასთანავე, უშუალოდ ვებგვერდიდან შესაძლებელია  Geoluxs.com-ის Facebook გვერდის მონახულება, ხოლო მესენჯერითა და Whats App-ის მეშვეობით დამატებითი კითხვების დასმა.

    

უძრავი ქონება